ანალიტიკურ ცენტრ „რენდ ქორპორეიშენის“ ანგარიშში, შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების სქემაში საქართველოსთვის დახმარებაა გათვალისწინებული
ანალიტიკურ ცენტრ „რენდ ქორპორეიშენის“ ანგარიშში, შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების სქემაში საქართველოსთვის დახმარებაა გათვალისწინებული.
ანალიტიკური ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის განახლებამ და სამხრეთ სამხედრო ოლქში ძალების გაფართოებამ, რეგიონში მოსკოვის ბერკეტები გააძლიერა, რომლის მიზანი მეზობლების დაუცველად დატოვებაა, რომ რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და მავნებლური გავლენა შეუფერხებლად განხორციელდეს.
„რენდ ქორფორეიშენის“ ანგარიშის თანახმად, დასავლეთის პასუხი ბულგარეთსა და რუმინეთში თანამედროვე საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემების განთავსება, ნატო-ს წვრთნების გაფართოება და უკრაინისთვის და საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს, რათა მათ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება შეძლონ.
„რენდ ქორფორეიშენი“ 1948 წელს დაარსებული ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს კვლევას და ანალიზს სთავაზობს. ორგანიზაციას აშშ-ის მთავრობა, კორპორაციები, უნივერსიტეტები და კერძო პირები აფინანსებენ.