ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის გამოა საჭირო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის გამოა საჭირო.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ბომბების ქვეშ, რუსეთის ტანკების პირისპირ უკრაინა საკუთარ თავში დარწმუნებული და შემართული დადგა ევროკავშირის გზაზე. უკრაინა დიდი სიმამაცითა და შემართებით იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ბერლინის იმედი ევროინტეგრაციის გზაზე. ბერბოკის განაცხადებით, გერმანია დარწმუნებულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება არის რუსეთის ომის საჭირო გეოპოლიტიკური შედეგი“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ომის დაწყების შემდეგ მეოთხედ სტუმრობს.