ანალენა ბერბოკი - ვითარების მცდარმა გათვლამ შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის
ვითარების მცდარმა გათვლამ შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის დროს განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს სამხრეთ საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას სამხრეთში.
ანალენა ბერბოკმა მოლაპარაკებები გამართა ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნაჯიბ მიქათისთან და ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ისრაელიდან ჩავიდა. ბერლინის დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გართულების თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.