ანალენა ბერბოკი - უმკაცრესად ვგმობთ ირანის ისრაელზე თავდასხმას, რაც მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ეს მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.
„ირანმა უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ესროლა ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას უმკაცრესად, რაც მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის. ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ”,- წერს ბერბოკი.