ანალენა ბერბოკი - სიტუაციას ვაკვირდებით, მუდმივ კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გამოეხმაურა.
„ჩემი ფიქრები პოლონეთთანაა. ჩვენს მჭიდრო პარტნიორთან და მეზობელთან. სიტუაციას ვაკვირდებით და მუდმივ კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერში“.