ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ევროპის მიერ შეთავაზებული ისტორიული შესაძლებლობა ისეთი კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება
ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ევროპის მიერ შეთავაზებული ისტორიული შესაძლებლობა ისეთი კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ევროპის თავისუფლების კავშირი დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. სწორედ ამიტომ თბილისში ხალხი ქუჩაში გადის. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ევროპის მიერ შეთავაზებული ისტორიული შესაძლებლობა ისეთი კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – წერს ანალენა ბერბოკი.