ანალენა ბერბოკი - საკმარისი არ არის თქვა, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, უნდა განაცხადო, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი
საკმარისი არ არის თქვა, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, უნდა განაცხადო, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა. მისი თქმით, „ახლა ისტორიული მომენტია და ევროკავშირი ტრადიციული ფორმულით ვერ იმოქმედებს“.
„ჩვენ ახლა ისტორიულ მომენტში ვართ, რაც ნიშნავს, რომ ტრადიციულ ფორმულებს ვერ მივყვებით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული მომენტი. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან და ალბანეთთან. რაც შეეხება უკრაინას – უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, უნდა თქვა, უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. პროცესის დაჩქარება და შეღავათები არ იქნება, მაგრამ ევროკავშირმა უნდა აირჩიოს ისეთი კურსი, რომ უკრაინას ცხვირწინ კარი არ მიუჯახუნოს. გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც სხვებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია 15 ივნისს გამოაქვეყნებს უკრაინის, საქრთველოსა და მოლდოვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭების შესხებ საკუთარ რეკომენდაციას, ხოლო ივნისის ბოლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირი საბჭომ უნდა მიიღოს.