ანალენა ბერბოკი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდის.
„ეს იქნება მოწვევა ყველასთვის, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას, რადგან რუსეთმა დაარევია საერთაშორისო სამართალი ყველაზე სასტიკი გზით“,- განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„სწორედ ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს“,- განაცხადა ბერბოკმა.