ანალენა ბერბოკი - რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემაზე გერმანიის კანცლერთან საუბარი არ სურს
რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემაზე გერმანიის კანცლერთან საუბარი არ სურს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ბერბოკის თქმით, უკრაინა მზად არის სამართლიანი მშვიდობისთვის.
„პუტინი უარს ამბობს, მიიღოს მშვიდობის გზავნილები და პირიქით, ყოველდღიურად მისგან მხოლოდ ომის გზავნილები გვესმის. ამ დღეებში ის გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვისაც კი არ არის მზად“, – განაცხადა ბერბოკმა.