ანალენა ბერბოკი - მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, ახალი მძიმე იარაღი დასჭირდეს
ანალენა ბერბოკი - მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, ახალი მძიმე იარაღი დასჭირდეს

მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, ახალი მძიმე იარაღი დასჭირდეს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მზადაა, წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის მძიმე იარაღის მიწოდებით.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შეიძლება, დასჭირდეს ახალი მძიმე იარაღი მისი მეგობრებისგან. ჩემთვის აშკარაა, რომ უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს სამშვიდობო წესრიგს და მხარს ვუჭერთ მას ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით. ვიდრე ეს აუცილებელია. წერტილი”, – განაცხადა ბერბოკმა.