ანალენა ბერბოკი - მეორე მსოფლიო ომში გერმანიის როლის გათვალისწინებით, ბერლინს არ სურს, გადაუხვიოს თავის პრინციპებს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის როლის გათვალისწინებით, ბერლინს არ სურს, გადაუხვიოს თავის პრინციპებს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, – ასე ახსნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინის პოზიცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის თაობაზე.
„როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, თქვენს „კის“ ან „ არას“ მოჰყვება შესაბამისი შედეგი. და თუ ეს შედეგი ბალანსირებაა, ჩვენი აზრით, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის იმისთვის, რომ კურსი 180 გრადუსით შევიცვალოთ. ჩვენ ყველა ერთნაირები არ ვართ, თუმცა ერთ მხარეს ვდგავართ. ჩვენ განსხვავებული როლი და წარსული გვაქვს. როცა ვიზიტით უკრაინაში ვიყავი, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არა მარტო რუსეთის, არამედ უკრაინის წინაშეც. ამ ისტორიის გამო ჩვენ მშვიდობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა გვაქვს. თუ შევხედავთ პოლონეთს, საფრანგეთს – მაშინ ამ ქვეყნებს ჩვენ დავესხით თავს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ გერმანია არასდროს იყოს ჩართული ომში ან გენოციდში“, – განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას დიპლომატიური და ფინანსური საშუალებებით ეხმარება.