გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით თელ ავივში ჩავიდა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუნხენში 5 სექტემბერს ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმა „საშინელი ეპიზოდია“.
გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ ანტისემიტიზმთან საბრძოლველად ყველაფერს გააკეთებს.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ეს ბერბოკის მეთერთმეტე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ისრაელელ კოლეგას, ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პალესტინის პრემიერ-მინისტრთანაც.