ანალენა ბერბოკი - გერმანიის წარსული გვავალდებულებს გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების პრევენციას
გერმანიის წარსული გვავალდებულებს გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების პრევენციას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბორკმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
ბერბოკის თქმით, გერმანიას აქვს ვალდებულება, თავიდან აირიდოს მომავალი ომები და დანაშაულები, თავისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამო, „მსოფლიოში ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, არ გაახანგრძლივოს შეთანხმება, რომელიც უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს ომის დროს, შოკში ჩააგდო ყველა ქვეყანა და გაერო-ს თითოეული დელეგატი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პუტინზე ზეწოლის განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად. ამისათვის კი საუკეთესო გზა იქნება აფრიკის, სამხეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების მიერ „პუტინისთვის პირდაპირ მიმართვა“, – აღნიშნა ბერბოკმა.
ბერბოკის თქმით, „გასულ წელს ვიხილეთ, რომ, როდესაც სხვა ქვეყნებიც და არა მხოლოდ ევროპული, მიმართავენ პუტინს, ამას შედეგი აქვს“.