ანალენა ბერბოკი - გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, საოცარი ბუნების, სამზარეულოს მიმართ, დიდი ინტერესი ვლინდება გერმანელი ტურისტების გაზრდის მხრივ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის დიდი ინტერესი ვლინდება.
„უდიდესი მადლობა თბილისში ამ მეგობრული მიღებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო მიმდინარე წელს იყო მსოფლიოში უდიდესი, ITB Berlin-ის ოფიციალური სტუმარი. გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის მხრივ. იზრდება ჯავშნების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდათ ტურისტად საქართველოში ჩამოსვლა. ანუ, ადამიანები, რომლებისთვისაც ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა მარტივი არ არის, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისათვის. გუშინ ღამე ჩამოვედი, ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი, მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით. ულამაზესი ქალაქი, სადაც გერმანული არქიტექტურა ნამდვილად შინაურია. ეს ყველაფერი უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.