გერმანია ისრაელის გვერდით დგას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ბერბოკის თქმით, გასულ წელს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გარდამტეხი მომენტი იყო, როგორც ებრაულ, ისე გერმანულ ისტორიაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ დრო „მანამდე“ და „შემდეგ“ პერიოდებად დაყო.
ბერბოკის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის ეროვნული ინტერესების ნაწილია.
„ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. როგორც „ჰამასის“ ძალადობის, ასევე ირანისა და „ჰეზბოლას“ სარაკეტო ტერორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბერბოკმა.