ანალენა ბერბოკი - გეოპოლიტიკური მიზეზები თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ბალკანეთის შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი უნდა უზრუნველვყოთ ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში
გეოპოლიტიკური მიზეზები თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ბალკანეთის შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი უნდა უზრუნველვყოთ ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
„20 წლის წინ სალონიკში ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირის კარი ღია იქნებოდა მათთვის, თუ ისინი შეასრულებდნენ შესაბამისს კრიტირიუმებს. 20 წლის წინ მშობლებს, რომლებმაც მაშინ ბავშვები გააჩინეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილები ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ისწავლიდნენ. მაგრამ ეს ბავშვები 18, 19 ან 20 წლის არიან ახლა და ამ ბავშვების მშობლების ოცნება არა თუ არ ასრულდა, არამედ, გულახდილი რომ ვიყო, ზოგიერთ შემთხვევაში გაჩნდა იმედგაცრუება. მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზები, რაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში არსებობს, თანაბრად მნიშვნელოვანია ბალკანეთის ქვეყნებთან. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაწევრიანების პროცესი მოხდეს ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უპირატესობებში ადრეულ ეტაპზე, მანამდეც კი, სანამ მათი ქვეყანა გახდება სრულუფლებიანი წევრი. იმას, რაც შეიძლება, პატარა ჟესტად ან წვრილმანად ჩანდეს, შესაძლოა, უკეთესი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ეს გავლენას ახდენს ამ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, ავიღოთ სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, თუ მათ ან სტუდენტებს სერბეთიდან, თურქეთიდან მივცემთ უფლებას, ისწავლონ ევროკავშირში ერასმუსის სტიპენდიებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, ეს ბევრად ხელშესახებს გახდის ამ ქვეყნებში ევროკავშირის მიმზიდველობას.
„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. ამ შემთხვევაშიც, რაც შეიძლება ჩანდეს პატარა ჟესტად, შესაძლოა დიდი ეფექტი ჰქონდეს. იმიტომ, რომ ეს ამ ხალხის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ავიღოთ, მაგალითად, სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ჩვენ რომ მათ ან სერბ, თურქ სტუდენტებს უფლება მივცეთ, რომ ისწავლონ ევროკავშირში ერასმუსის პროგრამით, ეს ამ ქვეყნებში ევროკავშირის მომხიბვლელობას უფრო მეტად გაზრდის და ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ეს შესაძლებლობები. აი, მაგალითად, რატომ არ ვიწვევთ ქვეყნებს, რომლებთანაც ფინალურ ეტაპზე ვართ, დაესწრონ საბჭოს შეხვედრებს, როგორც დამკვირვებლები? მაგალითად, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ საერთო მომავალზე. ამის სანაცვლოდ კი მათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიწვევთ კომისიის მოხსენებების მოსმენისას. თუ არ გვინდა, რომ ჩვენი სამეზობლო გახდეს რუხი ზონა, მაშინ ჩვენ ეს ადამიანები მაგიდასთან უნდა დავსვათ ახლა. მაგრამ თანაბრად ცხადი უნდა იყოს – და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე კვირის წინ ალბანეთში – რომ ეს ეტაპობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს ალუბლის დაკრეფას, რადგან აქ პრინციპულ კითხვებზე ვსაუბრობთ. ევროკავშირი ფუნქციონირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საერთო ფუნდამენტური ღირებულებები – კანონის უზენაესობა, დემოკრატია ყოველთვის იქნება ევროკავშირის მყარი საფუძველი. ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ძლიერ მხარეებს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.