ანალენა ბერბოკი - ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ
ანალენა ბერბოკი - ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ

ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლისაბონში, დიპლომატების კონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად პრესრელიზის შედგენაც არ შეუძლიათ, რადგან საერთო ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან.

„კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრამ შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სამართლიანი შედეგი ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეფექტურად და სწრაფად მოქმედება“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ევროპარლამენტმა გასულ ზაფხულს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, დათანხმდეს ევროკავშირის ხელშეკრულებების გადახედვის პროცესის დაწყებას, მათ შორის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პროცედურის შეცვლას.