ანალენა ბერბოკი - დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ევროპაში ჩვენი გამოცდილება არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება
ანალენა ბერბოკი - დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ევროპაში ჩვენი გამოცდილება არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება

ინტენსიურად ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა „უცხოელი აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

„გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა ხდებოდა „უცხოელი აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის არა მხოლოდ შანსი, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა, ასევე არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ამით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.