ანალენა ბერბოკი - ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ, როგორც შეგვიძლია უკრაინის უფრო ინტენსიურად და კოორდინირებულად მხარდაჭერა მომავალში, რადგან მათ აქვთ თავდაცვის უფლება
ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ, როგორც შეგვიძლია უკრაინის უფრო ინტენსიურად და კოორდინირებულად მხარდაჭერა მომავალში, რადგან მათ აქვთ თავდაცვის უფლება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ანალენა ბერბოკმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, როგორც სხვა ქვეყნები, ბოლო კვირების განმავლობაში, თავდაცვითი შესაძლებლობების კუთხით, უკრაინის მხარს უჭერს.
„ჩვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინას სხვადასხვა სახის იარაღით და ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ, როგორც შეგვიძლია უკრაინის უფრო ინტენსიურად და კოორდინირებულად მხარდაჭერა მომავალში, რადგან მათ აქვთ თავდაცვის უფლება, ჩვენ, პარტნიორები ამ უფლებას ერთად დავუჭერთ მხარს. ამ საკითხს ასევე დიდი შვიდეულის ფარგლებში განვიხილავთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.