ანალენა ბერბოკი - ათი ათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს, ამ დემოკრატიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ის თბილისის ქუჩებშიც გამოიტანა
ანალენა ბერბოკი - ათი ათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს, ამ დემოკრატიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ის თბილისის ქუჩებშიც გამოიტანა

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, მოისმენს თუ არა ამ ხმას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი „ინსტაგრამზე“ წერს.

ბერბოკი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აქციის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

„ეს ალბათ ახალ ამბებში გინახავთ. საქართველოში ათი ათასობით ადამიანი რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობს თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ისინი ყველანი აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს, შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან..

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ​და ათი ათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს. ის თბილისის ქუჩებშიც ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, მოისმენს თუ არა ამ ხმას“, – წერს ანალენა ბერბოკი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Annalena Baerbock (@abaerbock)