ანალენა ბერბოკი - აშშ-ში არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა დარჩეს ტრანსატლანტიკური
აშშ-ში არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა დარჩეს ტრანსატლანტიკური, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცის, როგორი იქნება მომავალი კვირები და თვეები.
„კარგი ის არის, რომ ამ კვირაში პოლონეთში ჩვენ გავაღრმავეთ ეს პროცესი. პუტინის ბომბებს ჩვენზეც აქვს გავლენა და ამიტომ მომავალ კვირას ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე უნდა ვიყოთ ცხადი. პუტინის რუსეთი უახლოეს მომავალში დარჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპაში ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედების ჟესტი. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, ჩვენს თავისუფლებაში“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.