ანალენა ბერბოკი - ახლა ყველამ უნდა იმოქმედოს გონივრულად და პასუხისმგებლობით, ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია სარგებელს არავის მოუტანს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას განაცხადა, რომ არ უნდა დაუშვან ახლო აღმოსავლეთის იმ ვითარებამდე მიყვანა, რომლის შედეგებიც სრულიად არაპროგნოზირებადია.
„ახლა ყველამ უნდა იმოქმედოს გონივრულად და პასუხისმგებლობით. მზარდი ესკალაცია არავის მოუტანს სარგებელს, არც ისრაელის უსაფრთხოებას, არც „ჰამასის“ ხელში მყოფ ჯერ კიდევ ათეულობით მძევალს, არც ღაზაში მყოფ ტანჯულ მოსახლეობას, არც იმ ადამიანებს ირანში, რომლებიც თავად იტანჯებიან რეჟიმის ქვეშ, და არც რეგიონის მესამე ქვეყნებს, რომლებსაც, უბრალოდ, მშვიდად ცხოვრება სურთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ ისრაელში მეშვიდედ ჩავიდა.