ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება ზამთრის პერიოდში ქვეყნის გადარჩენის უზრუნველსაყოფად
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება ზამთრის პერიოდში ქვეყნის გადარჩენის უზრუნველსაყოფად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება ზამთრის პერიოდში ქვეყნის გადარჩენის უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიევში რიგით მერვე ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ ამ სისასტიკეს ვუპირისპირდებით ჩვენი ჰუმანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ გადალახონ ზამთარი, არამედ მეტმა ქვეყანამ შეძლოს გადარჩენა, რადგან ისინი იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში“, – აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრეი სიბიგას შეხვდება.

ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი უკრაინას ბოლოს მიმდინარე წლის მაისში ეწვია.