ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია
გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია, – როგორც „როიტერის“ წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ბერბოკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მსგავსი ტიპის შეიარაღების გადაცემას გეგმავს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, როგორც კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის მონაწილე, გერმანია ამ იდეას ეწინააღმდეგება.
აშშ ამ კონვენციის მონაწილე არ არის.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემის საკითხი განხილვის აქტიურ ფაზაშია, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ მიღებული არ არის.
„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ რუსეთს და უკრაინას მოუწოდა, არ გამოიყენონ კასეტური საბრძოლო მასალები, აშშ-ს კი მოუწოდა, არ გადასცეს ასეთი ტიპის შეიარაღება.