ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბერბოკის თქმით, დამატებითი დახმარებით წელს გერმანია ამ კუთხით ჯამურად 380 მილიონ ევროს მიაღწევს.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ დაუმიზნებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ამ შემოდგომაზე და ზამთარში.
„რუსეთის მზაკვრული მიზანია, ამ ზამთარში ხალხმა კვლავ იშიმშილოს და ისინი ყინვისგან მოკვდნენ“, – განაცხადა ბერბოკმა.