ანაკლიის „მომავლის ბანაკმა“ მოზარდების პირველი ნაკადი მიიღო.
ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მომავლის ბანაკის“ მიზანია თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გამოვლენა.
წელს ანაკლიის მომავლის ბანაკი მოზარდებს 10 ნაკადად მიიღებს. ბანაკში საქართველოს ყველა კუთხიდან სულ 3000 მდე მოზარდი დაისვენებს, მათ შორის აფხაზეთიდან.
საქართველოს ბანაკებში მიმდინარე წელს 10 000 მდე მოზარდი დაისვენებს.