ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მხარეთა დამატებითი შეთანხმების შესაბამისად იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მეცნიერები პროექტში ძირითათად ტექნიკური მიმართულებებით ჩაერთვებიან.
ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა აკადემიის წევრებს პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.