ანაკლიაში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა
ანაკლიაში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტმა არხები გადაკეტა, წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი კი სანიაღვრე არხებმა არ გაატარა.
პორტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ წყლის დინების ხელშესაწყობად პორტის ტერიტორიაზე არსებული ხიდი აიღეს, რათა წყლის ნაკადი ზღვაში ჩასულიყო.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.