ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Anaklia Echowaves გაიმართება
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი  Anaklia Echowaves გაიმართება

ანაკლიაში, 23-დან 26 აგვისტომდე ფესტივალი Anaklia Echowaves გაიმართება. ელექტრონული მუსიკის საღამოებზე 150-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება.

Anaklia Echowaves-ს ესტუმრებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin &, GPO, Francesco Tristano &, Guti live.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ფესტივალის, EXIT-ის ეგიდით ჩატარდება, რომელიც სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიასა და რუმინეთში იმართება .

ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მილიონი ლარია, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი პროექტში 4,16 მილიონი ლარს შეადგენს.

ფესტივალი Anaklia Echowaves-ი, Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.