ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში ოკუპირებული გალის რაიონის შვიდი მცხოვრები შეიყვანეს
ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გუშინ ღამით შვიდი ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, აღნიშნული პირები ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან არიან. მისი ინფორმაციით, ეს ადამიანები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი იმ პაციენტის კონტაქტების სიაში იმყოფებიან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე რჩება, კარანტინში კი – 169 ადამიანი.