ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა გარდაიცვალა, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.
პირველი არხის ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა გზაშივე გარდაიცვალა.
შსს-ში ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.