ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 50 პირი იმყოფება
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 50 პირი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 47 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 918 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 136 ნიმუში. ყველა უარყოფითია.