ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 99 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 31
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 99 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 31

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 99 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 31 ადამიანი რჩება.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1989 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 147 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 146-ის პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო ერთი პირის შუალედურმა ტესტირებამ კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.