ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 91 პირი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 35 პირია თვითიზოლაციაში. რეგიონის მასშტაბით, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2011 პირზე.
ამასთან, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 217 პირის ნიმუში და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. მათ შორის, უარყოფითი პასუხი იყო ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში, რომელიც გამოჯანმრთელდა, რეგიონმა კი „მწვანე ზონის“ სტატუსი დაიბრუნა.