ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 49 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 49 პირი რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 49 პირი რჩება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 15 პირია თვითიზოლაციაში. ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 727 მოქალაქეზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 78 ნიმუში, აქედან 77 უარყოფითია, ერთი პასუხი კი ხელახლა დაიტესტება.