ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 44 ადამიანი რჩება.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში 34 პირი იმყოფება.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ახალ კორონავირუსზე 73 ადამიანის სინჯი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოკვლევის მიზნით სინჯების აღება გაგრძელდება.