ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 42 ადამიანი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 42 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 42 პირი იმყოფება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 291 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1007 მოქალაქეს.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 116 ბიოლოგიური მასალიდან ყველა უარყოფითია, მათ შორისაა, ორი რუხის საავადმყოფოში მყოფი პაციენტი.

დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.