ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი, რეგიონში ამ დროის მონაცემებით 168 ადამიანია. თვითიზოლაციის ვადა 899 მოქალაქეს ამოეწურა.

აღნიშნულ მონაცემებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე კვლევის მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 123 პირის სინჯი გაიგზავნა. 94 პასუხი უარყოფითი იყო, 29 სინჯის პასუხი კი, დღეს გახდება ცნობილი.