ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 68 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაშია 204 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 68 ადამიანი იმყოფება, რეგიონში თვითიზოლაციაშია 204 პირი.
გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 91 მოქალაქის სინჯი გამოიკვლიეს, მათ შორის რვა 42 წლის ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან იყო. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სინჯებს კვლევისთვის კვლავ აიღებს.
ამასთან, რეგიონში კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის ოთხი პირი დაჯარიმდა.