ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 51 პირი იმყოფება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 35 ადამიანი.
ამასთან, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 127 ადამიანის ნიმუში. ყველა პასუხი უარყოფითია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლები დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალ კორონავისზე კვლევის მიზნით სინჯების აღებას განაგრძობენ.