ანა წითლიძე - უნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ
ანა წითლიძე - უნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ მას ნდობა აქვს შერყეული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს ხელისუფლების რეზოლუციები არ გადის, არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია აქვს შელახული.

„უნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ. მე მაინტერესებს, რატომ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილის პარტიას ისე შელახული რეპუტაცია, რომ „ევრონესტზე“ ჩავარდა ეს რეზოლუცია? რატომ ვერ მოიპოვა მან უკრაინელების მხარდაჭერა და არამხოლოდ უკრაინელების, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ მოლდოველებსაც“, – განაცხადა წითლიძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.