ანა წითლიძე - საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით
საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მე ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რაც მივიღეთ 2012 წლის შემდეგ – კორუფცია, მასობრივი ემიგრაცია, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ანა წითლიძის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს კი საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
„კოლეგებო, ძვირფასო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრებო, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის მიზანი იყო და არის მასში შემავალი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში „ევრონესტის“ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. დღეს ევროპის მიზანი უნდა იყოს დემოკრატიის ხელშეწყობა და გავრცელება არა მხოლოდ „ევრონესტში“ შემავალი ქვეყნებისთვის, არამედ ყველგან. 2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მე ამით ვამაყობ, მაგრამ მე არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რაც მივიღეთ 2012 წლის შემდეგ, კორუფცია, მასობრივი ემიგრაცია, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები. რუსეთის გავლენის გაზრდა ქვეყანაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.