ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არავის გამოსვლია, არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ
მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას წარმატებას უსურვებს, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი ხმებს დააკლებენ.
„კლონებზე განცხადება თავის დროზე სიტყვასიტყვით თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის ფეისბუქგვერდზე და იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმბაძველი კლონები. ორივეს – გვარამიასაც და მელიასაც, ყველას წარმატებას ვუსურვებ. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება, ხმები დააკლდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იქნება მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. როგორც არ მაინტერესებს კობახიძე ადეიშვილზე რას ამბობს, ზუსტად ისე არ მაინტერესებს, ვინ სად გაერთიანდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თემა არ არის მსგავსი საკითხების განხილვა, ჩვენ ვიცით, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა წითლიძემ.