ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა დანაშაულები, რაც ხდება გელათთან მიმართებით, მოვუწოდებ მას, უსწრაფესად დადოს სამოქმედო გეგმა
პარტია „ლელოს“ წევრები საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებენ, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე დაუყოვნებლივ წარადგინოს სამოქმედო გეგმა.
„ლელოს“ წევრები გამოეხმაურნენ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას, რომელიც გელათში არსებული მდგომარეობის შეფასებას ეხება.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დასკვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მონასტერში ვითარება მძიმეა.
„ჩვენ გვქონდა დარგის სპეციალისტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს უმძიმესი შედეგი დადგებოდა. პირადად კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა დანაშაულები, რაც ხდება გელათთან მიმართებაში. მინდა, მას მოვუწოდო, არავითარი გადადექი და სახლში წადი, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა ამ და არაერთ სხვა მძიმე დასკვნასთან დაკავშირებით, რომლებიც ყურად არ იღო და იმიტომ მივედით ამ მძიმე მდგომარეობამდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.