ანა ნაცვლიშვილი - რეფორმას თუ არ დაელოდებიან და მოსამართლე წევრებს ხვალ აირჩევენ, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილება
მოსამართლეთა კონფერენცია თუ ჩატარდება ხვალ და იქნება არჩეული ოთხი წევრი, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეები არც კი დაელოდნენ პარლამენტს და რეფორმას, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სამართლებრივი გზა კანონით რჩება, ხვალ რაც არ უნდა მოსამართლე წევრების არჩევა მოხდეს.
„მოსამართლეთა კონფერენცია თუ ჩატარდება ხვალ და იქნება არჩეული ოთხი წევრი, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეები არც კი დაელოდნენ პარლამენტს და რეფორმას, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები. ამის პრაქტიკა არსებობს, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულიც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. თუ ასეთი რეალობა დადგება, ეს ტესტი იქნება მმართველი ძალისთვის და პარლამენტისთვის, რა ოპოზიციას დაიკავებს და გამოიყენებს თუ არა გადაძლევის მექანიზმს. აქ გამოჩნდება თანამონაწილეები, ვინ არიან სასამართლო სისტემის ბოლო მოქმედებებში და რა როლი უჭირავს ამ ყველაფერში მმართველ ძალას. იმედი მაქვს, გადაძლევის საკითხის დაყენება საჭირო არ გახდება. ნათელი გზავნილები გაკეთდა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, „ქართულ ოცნებას“ ნუ ექნება მოლოდინი, რომ ხელებს მშვიდად დაიბანს და იტყვის, რომ სასმართლო ხომ დამოუკიდებელია და ჩვენ არაფერი შეგვეძლოო. რეფორმაზე მუშაობის პროცესში გამოჩნდება „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები, თუ ამ კონკრეტულ საკითხში თანამონაწილე იყოს. წინა წლებში, რომ თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმის, რაც სასმართლოში გაფუჭდა, ეს უკვე ფაქტი და დადასტურებაა. ახლა ერთი შანსი რჩება, რომ თანამონაწილეობა ამაში მაინც არ მიიღონ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.