ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის ნაბიჯებმა აჩვენა, რომ საქართველოს რთულ სიტუაციაში შეეძლო, არ გაეზარდა ეროვნული უსაფრთხოების რისკები, ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი ამ ხაზის სწორად გავლების გამო დასაჯონ
ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან“ როცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და სწორ პოზიციონირებას ვითხოვდით, გვპასუხობდნენ, ომი უნდათ და ამიტომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენო. პრეზიდენტის სწორმა პოზიციებმა მათ ყალბ სურათს წერტილი დაუსვა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა აჩვენა, რომ საქართველოს შეეძლო, დაეკავებინა სწორი პოზიცია და ეს არანაირად არ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩათრევას.
„სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებმა აჩვენა, რომ საქართველოს ამ რთულ სიტუაციაში შეეძლო, ღირსეულად ემოქმედა და არ გაეზარდა ეროვნული უსაფრთხოების რისკები. სწორედ ამ ხაზის სწორად გავლების გამო ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი დასაჯონ, რომელმაც სწორად აჩვენა, რა არის ქვეყნის ინტერესები. უხერხულია, როცა ასეთი გამოწვევებია და ორი საათი ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის მოსვლა არ მოსვლაზე ვმსჯელობდით“, – განაცხადა ანა ნაცლიშვილმა.