ანა ნაცვლიშვილი - ნინო გვენეტაძემ ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა ვერ გაამართლა
ანა ნაცვლიშვილი - ნინო გვენეტაძემ ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა ვერ გაამართლა

პრეზიდენტი ღიად აღიარებდა ყოველთვის და არასდროს გაურბოდა იმას თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი იმედები, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჯგუფის იმედები, ვერ გაამართლა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თავის დროზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა.

„მე გახლდით საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და შემიძლია გითხრათ ის, რაც ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ მეც მეტის მოლოდინი მქონდა მისგან. სამწუხაროა, რომ ეს იმედები არ გამართლდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სჭირდება მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოსი და აღმასრულებელი ხელისუფლების, განსაკუთებით იუსტიციის სამინისტროსი, რათა პრობლემები მოგვარდეს, რაც სასამართლოს სისტემაშია. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა არც პარლამენტიდან და და არც იუსტიციის სამინისტროდან. შესაბამისად, ეს შედეგები რაც მივიღეთ, არ ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება ერთ ადამიანს დაბრალდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.