ანა ნაცვლიშვილი - მურუსიძისა და გვრიტიშვილს სამარცხვინო, მარაზმული გადაწყვეტილებები, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი ბიოგრაფიისთვის შავი ლაქა იქნება
ანა ნაცვლიშვილი - მურუსიძისა და გვრიტიშვილს სამარცხვინო, მარაზმული გადაწყვეტილებები, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი ბიოგრაფიისთვის შავი ლაქა იქნება

ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილს სამარცხვინო და მარაზმული გადაწყვეტილებები, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი ბიოგრაფიისთვის შავი ლაქა იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სამართალში და მეცნიერებაში არსებობს გამოთქმა, რომ მოსამართლე უნდა საუბრობდეს მისი გადაწყვეტილებებით და განაჩენებით.

„მოსამართლის გადაწყვეტილებები და განაჩენები უნდა იყოს იმდენად მაღალი ხარისხის და დასაბუთებული, რომ მოსამართლეს აღარ სჭირდებოდეს საზოგადოებას დამატებით ეურთიერთოს. ამ ბატონებს რაც აქვთ გამოტანილი სამარცხვინო და მარაზმული გადაწყვეტილებებია, რომელიც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში მათი ბიოგრაფიისთვის შავი ლაქა იქნება. მაგალითად მურუსიძისთვის გირგვლიანი საქმე. დანარჩენი, ვინც ახლა დაინიშნენ მოსამართლეებად დიდად საქმეები არც ეწერებათ და ამიტომ საზოგადოებისთვის სათქმელი არც არაფერი აქვთ. როცა საქმე არ გაქვს გაკეთებული, რომ პოზიტიური რამე აჩვენო რა თქმა უნდა, მერე აგრესიაზე გადადიხარ და ახლა სამოქალაქო სექტორს მუქარის ტონითაც ელაპარაკებიან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.