ანა ნაცვლიშვილი - იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს ექნება კანდიდატის სტატუსი
იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს ექნება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირში „ქართული ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ორბანი არის სწორედ ის პირი, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის“.
„ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ვინმე ერკვევა, ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს პუტინის რუსეთი უშლის“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.