ანა ნაცვლიშვილი - გიორგი გახარია არის „ქართული ოცნება 2“ თავისი არსით, გეგმით, წარსულითა და მომავლით
ქვეყნის მთავარი პრობლემა არის თვალთმაქცობა, რომელსაც ახლა გიორგი გახარია მიმართავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„როდის ატყუებდა ქართველ ამომრჩეველს, როცა „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი, თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ მათ გაემიჯნა, დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თავად არის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი.
არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა-არკრიტიკა იყოს იმის მანიშნებელი, რომ გახარია რეალურად არ არის სხვა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ის არის „ქართული ოცნება 2“ თავისი არსით, გეგმით, წარსულითა და მომავლით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.